Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ შალვა მეჩიტაშვილის 2014 წლის 13 ივნისის განცადების (N2414),  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული  ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ მარია ზაკუტაშვილის განცხადებისა და თსუ–ის ასოცირებული პროფესორის კონსტანტინე ბრეგაძის 2014 წლის 17 ივნისის დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ეთნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ შალვა მეჩიტაშვილის და ამავე ფაკულტეტის გერმანული  ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტ მარია ზაკუტაშვილის  საბაკალავრო ნაშრომების  დაცვის ვადად განისაზღვროს 2014 წლის სექტემბერი.
2.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
3.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი                                / დარეჯან თვალთვაძე/